წარმოების მენეჯერი

გარდი

“გარდი“ არის მზარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული  ქართული კომპანია რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს 2016 წლიდან. კომპანია 100% ქართული კაპიტალითა დაარსებული და ბაზარზე ქარხნული სტილით შექმნილი ლითონის კარებების წარმოების პიონერია.

„გარდის“ საწარმო აღჭურვილია ლითონის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლეტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს, კერძოდ შესთავაზონ მომხმარებელს  გამორჩეული ხარისხის ლითონის კარები და მათი რეალიზაციის თანმდევი სერვისები. „გარდის“ მიერ წარმოებულ კარებებს არ ყავს ადგილობრივი ანალოგი და იმპორტირებული საქონლის ღირსეული კონკურენტია, როგორც ხარისხით ასევე ფასით. კომპანიამ ოპერირების მოკლე ვადაში შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრება და დღესდღეობით „გარდის“ ხარისხს ენდობა ათეულობით კორპორატიული კლიენტი და ასობით კერძო მომხმარებელი.

 

კომპანია გარდი აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე,

 

სამუშაო აღწერილობა:

  • საწარმოო პროცესის კონტროლი ყველა მონაკვეთზე,
  • საწარმოში შესრულებული სამუშაოს აღწერა სპეციალური ცხრილების მიხედვით, კვირის და თვის შეჯამების შედგენა,
  • ხელოსნებს შორის სამუშაოს ეფექტური გადანაწილება,
  • კვირის და თვის სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა,
  • წარმოებაში დასაქმებული ხელოსნების გუნდის მართვის უნარი,
  • საჭირო ნედლეულის სელექცია და ხარისხობრივი კონტროლი,
  • მიღებული შეკვეთების წარმოება, მოცემული ვადის და მოდიფიქაციის მიხედვით,
  • მიღებული შეკვეთებისთვის ოპტიმალური ნედლეულის შერჩევა და წარმოებაში ჩაშვება,
  • საწარმოო დანადგარებთან მუშაობა,
  • ტექნოლოგიური პროცესების რევიზია,
  • ტექნოლოგიური პროცესების დაცვის კონტროლი და უშუალოდ მართვა,
  • ნედლეულის და მზა პროდუქციის ხარისხის კონტროლი,
  • საწარმოში შემოსული ტვირთის დაცლა-დატვირთვების უზრუნველყოფის კონტროლი,
  • ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება და პროცესის კონტროლი,
  • კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი,
  • წარმოების პროცესების ოპტიმიზირება,

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შრომისუნარიონობა, ორგანიზებულობა, შედეგზე ორიენტირებულობა აუცილებელი თვისებებია,
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება,
  • საწარმოო დანადგარების ექსპლუატაციის გამოცდილება,
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, (Excel, Word, Mail Client)

 

ჩვენ გთავაზობთ

  • თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს,
  • კარიერულ ზრდას,
  • დინამიურ სამუშაოს,
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს,
  • კვებას,

 

სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 9-18 საათამდე,

მისამართი: ჩანტლაძის ქუჩა #8, ორხევი, თბილისი,

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@gardis.ge 28 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/06/2020
ბოლო ვადა: 28/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: