წარმოების მენეჯერი

ფოლადის სახლი

კომპანია „ფოლადის სახლი”,  ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

 

წარმოების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების პროცესის მართვა;
  • საწარმოში არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დანადგარების მომწოდებლებთან მუდმივი კონტაქტი დანადგარების მონტაჟისა და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესში;
  • წარმოების პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი;
  • შემოსული შეკვეთების გაძღოლა და დროში განხორციელების უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის მიღება, დამუშავება და წინასწარი ანალიზი;
  • საწარმოს მომუშავე გუნდის ხელმძღვანელობა;
  • საწარმოო პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება,
  • შესაბამის სფეროში მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე
  • კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების (1C, Balance )ცოდნა სასურველია
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა
  • მენეჯერული მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება
  • დეტალებზე კონცენტრირება

 

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოსა და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, თბილისი, ივ. იუმაშევის ჩიხი # 14, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.  

გთხოვთ, დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge. თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების მენეჯერი

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია „ფოლადის სახლის“ შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: www.poladissakhli.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/07/2020
ბოლო ვადა: 18/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: