წარმოების ხელმძღვანელი

ლაზიერი

ლაზიერი, 3500 კვ.მ. საწარმოო ფართზე გაშლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი ქართული ავეჯის მრავალპროფილიანი საწარმოა, რომელიც თბილისში, ფეიქრების 12-ში მდებარეობს. ჩვენ წარმოვადგენთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ  ქართულ ბრენდს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული მანქანებით, მათ შორის ძირითადი საწარმოო ხაზები 2019 წლის დასაწყისში წარმოებული იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებითაა დაკომპლექტებული. შპს „ლაზიერი“ მუშაობს მაღალი ხარისხის ხის, ხის კომპოზიტების (MDF-DSP-Laminate), კორიანის (DuPont’s Corian®), ნეოლითის (TheSize’s Neolith®), მეტალის და სხვა კომპოზიტური მასალებით. ჩვენ ვქმნით ავეჯს სახლისთვის, კომერციული ობიექტებისთვის, საჯარო სივრცეებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - სპეციფიკური დანიშნულების ავეჯს. ვმუშაობთ ექსტერიერის და ინტერიერის მოპირკეთებაზე, ფასადებსა და დეკორატიულ აქსესუარებზე.

ლაზიერი ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოო შეკვეთის მიღება და მისი შესრულების უზრუნველყოფა;
  • საწარმოო სქემის შემუშავება;
  • საწარმოო რესურსების ეფექტურად დაგეგმვის უზრუნველყოფა;
  • შესასრულებელი სამუშაოს ვადების კონტროლი და მონიტორინგი;
  • საბოლოო პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატის ხარისხის კონტროლის უზრუნველყობა;
  • საწარმოო მანქანა-დანადგარების ზედამხედველობა;
  • წარმოების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი;
  • წარმადობის გაუმჯობესების გზების ძიება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ავეჯის წარმოების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;

 

აუცილებელი თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მოტივირებისა და მართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება.

 

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: Lmelitauri@Lazieri.com ყურადღება! გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის და პოზიციის დასახელება.

ჩვენი წარმოება მდებარეობს თბილისსში, ფეიქრების 12. გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ:


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 24/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: