LOT.ge
წარმოების ხელმძღვანელი
ჯი არ სი
კომპანია "ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 6 დღიანი, 09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე
მისამართი:ფეიქართა 14 გ
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების გრაფიკის დაგეგმვა და ორგანიზება
- პროექტებისა და რესურსების მოტხოვნების შეფასება
- წარმოების ბიუჯეტირება და ტოპ მენეჯმენტთან / ფილიალის ხელმძღვანელთან ბიუჯეტის შეთანხმება
- დაქვემდებარებულების უსაფრთხოებასა და მათთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაზე ზრუნვა
- ხარისხის კონტროლის სტანდარტების განსაზღვრა / მონიტორინგი
- წარმოების პროცესების ზედამხედველობა და პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა
- საჭიროების შემთხვევაში წარმოების გრაფიკების გადახედვა და ხელახალი მოლაპარაკებების წარმოება
- ფილიალისთვის საჭირო საოფისე მასალისა და სხვა ინვენტარის შესყიდვა.
- წარმოების პროცესისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და აღჭურვილობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა / ორგანიზება
- დაქვემდებარებულების მუშაობის პროცესის ზედამხედველობა
- დაქვემდებარებულების მართვა და ფუნქცია-მოვალეობების შესრულების კონტროლი
- მიღებული შეკვეთების ოპტიმალურად გადანაწილება
- წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება დაქვემდებარებული ერთეულებისთვის
- წარმოების ოპტიმიზაციის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა
- დამტკიცებული ოპტიმალური გეგმის იმპლემენტაცია / მონიტორინგი
აუცილებელი მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკური განათლება ან საოპერაციო მენეჯმენტში;
- მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
- წარმოების პროცესებში ყოფნის / გამოცდილების ისტორია;
- სასურველია სამშენებლო მასალის წარმოების გამოცდილება;
- ენები : რუსული, ინგლისური
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ენერგიული,
- მოწესრიგებული,
- კორპორატიული მიმოწერის წარმოების უნარით
KPI:
- წარმოების პროცესის შეფერხების გარეშე წარმართვა
- სწორად განსაზღვრული რაოდენობის კადრები
- შეკვეთების სიზუსტე
- დაქვემდებარებულ საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების რაოდენობის სისწორე და ხარისხი
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@grc.ge ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება "წარმოების ხელმძღვანელი";
გისურვებთ წარმატებებს!
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 17/07/2020
ბოლო ვადა: 27/07/2020