წარმოების ბუღალტერი მუხრანში

შატო მუხრანი

შატო მუხრანი პირველი და ერთადერთი ნამდვილი ქართული სამეფო შატოა, რომელიც აერთიანებს ოთხ მნიშვნელოვან კომპონენტს: ვენახებს, მეღვინეობას, ციხესიმაგრეს და ისტორიას. 2002 წელს დაიწყო შატო მუხრანის აღდგენის პროექტი. ახლა ის აღჭურვილია ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიით და შეესაბამება ხარისხის მართვის ყველა მთავარ სტანდარტს. თანამედროვე მეღვინეობასთან ერთად რეკონსტრუქცია ჩაუტადრა შატო მუხრანის მარანსაც. იგი დაუბრუნდა უნიკალურ საწყისს, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორიული ღირებულება. დღეს სარდაფის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და 1000-ზე მეტ ღვინის კასრს ინახავს.

შატო მუხრანი აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების პროცესის ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისი სასაქონლო მატერიალური მარაგების კონტროლი.
  • ხელფასების დარიცხვა და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
  • წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პროგრამული ასახვა და კონტროლი;
  • თვის დახურვის პროცედურების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბუღალტერიაში
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა

რას გთავაზობთ:

  • სუპერ მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობის შანსს
  • იყოთ უნიკალური გარემოს ნაწილი
  • კონკურენტუნარიან საკომპენსაციო პაკეტს
  • ტელეფონის ხარჯების ანაზღაურებას
  • სადილით უზრუნველყოფას
  • ტრანსპორტირებას მუხრანში

დაინტერესების შემთხვევაში დაველოდებით თქვენს CV-ს ელ-ფოსტაზე: recruitment@mukhrani.com 2020 წლის 13 მარტამდეგთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
მცხეთა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 13/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: