ვეტერინარი

ვეტერინარული კომპანია როქი

ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარი (ოპერატორის) პოზიციაზე. კომპანია "როქი" დაარსდა 2006 წელს და ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას. "როქის" სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება 400 -მდე ვეტაფთიაქსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს. სამუშაო ადგილი - თბილისი სამუშაო განაკვეთი - სრული ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის მეცხოველეობის მიმართულებით არსებული პორტფელის ზედმიწევნით ცოდნა და მათი ეფექტური მართვა; ** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; ** ქოლ-ცენტრში შემოსულ ზარებზე კვალიფიციური კონსულტაციების გაცემა და მათი ინფორმირება პრეპარატების სწორად გამოყენებაზე. ** მომხმარებელთა მოთხოვნისამებრ სხვადასხვა საშუალებების დოზების განსაზღვრა - ცხოველთა სახეობის, ჯიშის, ასაკის გათვალისწინებით ** გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტების სათანადოდ წარმოჩენა; ** გაყიდვების გეგმის შესრულება და გეგმის შეუსრულებლობის რისკების გამოვლენა; ** კომპანიაში პროდუქტების საჭიროებების დადგენა და მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ვეტერინარული მიმართულებით (ან შესაბამისი მიმართულების სტუდენტი); ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატის რამდენიმეთვიან სტაჟირებას; ** ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული ან სომხური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** სწორი კომუნიკაციის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. ** პუნქტუალური; ** შრომისმოყვარე. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: roqi@agro.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს "როქი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით. გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/08/2020
ბოლო ვადა: 19/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: