ვებ რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი პროგრამისტი

შემოსავლების სამსახური

საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ვებ რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი პროგრამისტი კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) თანამდებობრივი სარგო: 4375 ლარიდან 5625 ლარამდე ადგილების რაოდენობა: 2 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს აღწერა: ** მონაწილეობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ვებ რესურსების მართვის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში; ** მიღებული დავალებების პროგრამაში ასახვა ვადებისა და ამოცანების მიხედვით; ** საჭიროებისამებრ ვებ გვერდზე ცვლილებების შეტანა და საიტის ტექნიკური მხარდაჭერა; ** ახალი მოდულების, პროექტების, ვებ სერვისების და ვებ გვერდების შექმნა, არსებულ მოდულებში კი ცვლილებების შეტანა; ** სამუშაოს შესახებ მონაცემთა ბაზების ფორმირება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** საჭიროების შემთხვევაში ახალი საიტის დაწერა; ** საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტში ჩართვა; ** შემოსული დავალებების, წერილების, ინციდენტების საფუძველზე ხარვეზების გამოსწორება; ** შესაბამისი ლოგიკის, პროცედურების, ფუნქციების და სტრუქტურის შექმნა მონაცემთა ბაზაში. სამართლებრივი აქტების ცოდნა: ** საქართველოს კონსტიტუცია; ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება; მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების /IT მიმართულებით; ** C# ენისა და .Net ტექნოლოგიების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (.NET Framework, .NET Core, ASP.NET MVC, ASP.NET Web API, WCF) ** რელაციურ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Microsoft SQL Server / Oracle) ** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება (SOAP, REST) ** სორს კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Git, TFS Version Control) ** უცხო ენის (ტექნიკური ინგლისური/რუსული) ცოდნა; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** გამართული მეტყველება; ** სისხარტე, ოპერატიულობა; ** არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** დროის მართვა. დამატებითი ინფორმაცია: კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი; ასევე აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და მიუთითონ რეკომენდატორი; სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.rs.ge კონკურსის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა ** გასაუბრება კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნონ განაცხადი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/07/2020
ბოლო ვადა: 13/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: