ვებ გვერდისა და აპლიკაციის ადმინისტრატორი

ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Spomlek და სხვა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

 

ვაკანსიის დასახელება: ვებ გვერდის და აპლიკაციის ადმინისტრატორი.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, ავჭალა.

 

სამუშაოს აღწერა:

  • ვებ გვერდის და აპლიკაციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა კონტენტის, ვიზუალური მხარის, შინაარსის და ფუნქციონალურობის გათვალისწინებით.
  • ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება.
  • ვებ გვერდის და აპლიკაციის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი, სერვერის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში პრობლემის მოგვარება.
  • მიწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება და განხორციელება.
  • განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა.
  • დიზაინზე ზრუნვა, ახალი სექციების დამატება.
  • ვებგვერდის/აპლიკაციის შინაარსის განახლება, განლაგების შექმნა.
  • ხარისხის უზრუნველყოფა.
  • ონლაინ შეკვეთების ორგანიზება.
  • შეკვეთების მომხმარებლამდე მიტანის გაკონტროლება.

 

 

განათლება და გამოცდილება

  • ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში.
  • სასურველია ვებ გვერდის დამზადების გამოცდილება.

 

 

ძირითადი მოთხოვნები

  • ვებგვერდზე არსებული ხარვეზების აღმოჩენა და გასწორება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • ვებგვერდის ოპტიმიზაცია;
  • ვებგვერდის ტესტირება;
  • ვებგვერდის განვითარებაზე ზრუნვა.
  • CMS-თან მუშაობის გამოცდილება;
  • ვებგვერდის ადმინისტრირების და კონტენტის მართვის გამოცდილება;
  • HTML და CSS ტექნოლოგიების ცოდნა;
  • ვებგვერდის ოპტიმიზაციის გამოცდილება (SEO);
  • ინფორმაციის არქიტექტურის საფუძვლების ცოდნა.
  • ვებ გვერდის და კონტენტის რეგულარული ბექაფირება
  • ვებ ანალიტიკის ცოდნა (Google analytics, SEMRUSH, Open Web Analytics)
  • wordpress და ecommerce/woocommerce თან მუშაობის გამოცდილება.

 

 

უნარ-ჩვევები:

  • ვებგვერდების საძიებო სისტემასთან ადაპტაცია.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ამოცანის შესასრულებლად სავარაუდო ვადის დადგენა და დაცვა.
  • რამდენიმე ამოცანის ერთდორულად შესრულების უნარი.
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • პრობლემების გადაჭრის უნარი.

 

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე hr@europroduct.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 21/08/2020
ბოლო ვადა: 18/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: