ვებ დეველოპერი

Cyber Service

შპს „კიბერ სერვისი“ არის კომპანია, რომელიც IT და უსაფრთხოების კუთხით მომსახურებას უწევს რამოდენიმე მსხვილ კომპანიას.

კომპანია აცხადებს კონკურსს ოფისის ვებ დეველოპერის  ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი  

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • OOP - პრინციპების ცოდნა;
  • PHP - 1 წლიანი გამოცდილება;
  • MySQL - 1 წლიანი გამოცდილება;
  • Git - ან სხვა ვერსიის კონტროლთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ახალი გამოწვევების მიღების სურვილი.

 

სასურველი მოთხოვნები:

  • გამოცდილება PHP-ს რომელიმე Framework-თან iOS და Android
  • Cross platform აპლიკაციის დეველოპმენტი
  • MS SQL - მუშაობის გამოცდილება
  • ვებსერვისებთან მუშაობის გამოცდილება

 

მოვალეობები:

  • არსებულ პროექტში დამატებითი ფუნქციონალის შექმნა/არსებული ფუნქციონალის ცვლილება;
  • არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
  • მონაცემთა ბაზების სტრუქტურის შემუშავება;
  • ვებ სერვისების შექმნა/ცვლილება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის, ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა/განახლება.

 

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 30 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@cyberservice.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „ვებ დებელოპერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/07/2020
ბოლო ვადა: 30/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: