ვაკუუმის თანამშრომელი მცხეთში
ლიდერფუდი
კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ საწარმოში, რომლის სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.
ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ აცხადებს ვაკანსიას ,,ვაკუუმის თანამშრომლის’’ პოზიციაზე.
თანამდებობრივი ინსტრუქცია;
თანამდებობა: ვაკუუმის თანამშრომელი;
ვაკუუმის თანამშრომლის ძირითადი მოვალეობა:
- პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა; დამხმარე მასალების ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
- პროდუქციის ასორტიმენტის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის ვადის კონტროლი;
- შეკვეთების სრულყოფილად და დროულად შესრულება;
- პროდუქციის დაჭრა და დასუფთავება;
- პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება;
- პროდუქციის ასორტიმენტის რაოდენობრივი და სახეობრივი სარეალიზაციო განყოფილებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
- არსებული სტანდარტული სამუშაო ინსტრუქციის თანახმად მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელი პირის დავალების შესრულება;
- ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით, რაიმე გამოვლენილ შეუსაბამობაზე დაუყოვნებლივი შეტყობინება უშუალო ხელმძღვანელთან, როგორც ტექნოლოგიურ პროცესებთან, ასევე ტექნიკურ საკითხებთან;
- სამუშაოს პროცესში შეუსაბამობის გამოვლენა, ხელმძღვანელობისათვის შეტყობინება;
- კომპანიის კორპორატიული ატრიბუტიკის/აქსესუარის სრულყოფილად ტარება და გაფრთხილება;
- ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა;
- კომპანიის შრომითი შინაგანაწესის დაცვა;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- დარწმუნების უნარი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
- სამუშაო გრაფიკი : 3 დღეში ერთხელ
- ანაზღაურება: 600 ლარი
- ადგილმდებარეობა: მცხეთა, სამხედროს ქ.N73
დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ: გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lider-food.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ხორცპროდუქტების კომპანია ,,ლიდერფუდი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის
სრული განაკვეთი
მცხეთა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 18/03/2020
ბოლო ვადა: 15/04/2020