ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი

ფინანსური ბიურო

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება. "ფინანსური ბიურო" საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს. "ფინანსური ბიურო" აცხადებს ვაკანსიას "საქართველოს ბანკის" ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში. ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსები მოვალეობები: ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა; ** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook). კომპეტენციები და უნარები: ** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია; ** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება; ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: hr@fbureau.ge და "Subject"-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ვადაგადაცილებული სესხების მართვის ჯგუფის უფროსი თბილისში" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 23/05/2020
ბოლო ვადა: 19/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: