უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი

სოფთმასტერი

კომპანია "სოფთმასტერ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების ინჟინერის თანამდებობაზე. სამსახურეობრივი მოვალეობები: ** ვიდეოსათვალთვალო; დაცვით-საგანგაშო; სახანძრო; შეზღუდული დაშვების (სხვადასხვა ტიპის ტურნიკეტები, შლაგბაუმები, ავტომატური კარებები, გასაგორებელი ჭიშკრები და ა.შ.) და სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების გარჩევა, შესწავლა, მონტაჟი/ინსტალაცია/ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება; ** აღნიშნული სისტემების შემდგომი მომსახურება (როგორც თბილისში, აგრეთვე რეგიონებში) ტესტირება, დიაგნოსტიკა, დაზიანებული დეტალების/მოწყობილობების გამოვლენა და რემონტი ან/და ახალი დეტალით შეცვლა; ** კლიენტთან კომუნიკაცია; ** უშუალო ხელმძღვანელთან დეტალური ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოებზე; აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება; ** სუსტ დენებზე დაფუძნებული სისტემების ინსტალაციის და ტექნიკური მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** ტექნიკური ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; ** მართვის მოწმობა; პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალური; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** განვითარებაზე ორიენტირებული; თანამდებობრივი (ხელზე ასაღები) ანაზღაურება: 700 - 1200 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და გამოცდილებაზე) ანაზღაურება გამოსაცდელ ვადაში: 700 ლარი; გამოსაცდელი პერიოდი: მინიმუმ 1 თვე, მაქს. 3 თვე; დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: service@softmaster.ge და მიუთითეთ აღნიშნული პოზიციის დასახელება.

700 1200 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 25/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: