უნივერსალური მოლარე

გოა კრედიტი

საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით. საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, ცვლა ყოველი მესამე დღე-ღამე. ანაზღაურება ექვსთვიან საგამოცდო პერიოდში: 60 ლარი 24 საათში, საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ - 65 ლარი. დღის მოლარე: ანაზღაურება 650 ლარი (ხელზე ასაღები). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება; ** სალომბარდე სესხის გაცემა; ** მომხმარებელთან ეფექტური და სწრაფი მომსახურება; ** კომპანიის პროდუქტების გაყიდვებში აქტიური ჩართულობა; ** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი; ** პორტფელის მართვა; ** ფაილინგის მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია ამ სფეროში 1-2 წლიანი გამოცდილება ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობა; ** პუნქტუალურობა; ** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. კანდიდატმა უნდა გაიაროს ერთთვიანი სტაჟირება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი გასაუბრებაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უნივერსალური მოლარე", სასურველი სამუშაო რეჟიმის მითითებით. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი.

60 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: