უნივერსალური ბანკირი - რეზერვი

ტერაბანკი

სს "ტერაბანკი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ბანკირის (სარეზერვო თანამშრომელი) პოზიციაზე. პოზიციის მიზანია მომხმარებლებისთვის საკრედიტო და საოპერაციო კუთხით მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. სამუშაო პირობები: ** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად ** სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ ** თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული სტაჟირების პერიოდი ანაზღაურებადია ** სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ: - დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება დარიცხული 500 ლარი - ყოველთვიური ბონუსი, გაყიდვების შედეგების შესაბამისად ** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი. ძირითადი მოვალეობები: ** საკრედიტო და სადეპოზიტო პორტფელის მოზიდვა და მართვა ** საკუთარი საკრედიტო პორთფელის კონტროლი და დაფარვების მონიტორინგი ** ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მიმდინარე, უნივერსალური საბარათე და სადეპოზიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის შეკვეთის უზრუნველყოფა. აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმეში ან ფინანსებში) ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 26 ივნისი, 2020 წ, 17:00 სთ. აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/06/2020
ბოლო ვადა: 26/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: