უმცროსი ტექნიკური ინჟინერი

გარდი

კომპანია "გარდი სისტემსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ტექნიკური ინჟინერის თანამდებობაზე. გარდი არის შეკუმშული ჰაერის სფეროში მოღვაწე კომპანია რომლის ძირითადი პროფილია შესაბამისი ტექნოლოგიების პროექტირება, იმპორტი, ინსტალაცია და შემდგომი სერვისი. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის გადაწყვეტილებებს როგორც მცირე ოპერატორებისთვის ასევე მსხვილი ინდუსტრიული ორგანიზაციებისთვის. ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

  • დანადგარების გეგმიური ტექნიკური მომსახურეობა
  • ტექ. დაზიანების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.
  • დანადგარების შერჩევა, პროექტირება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება.
  • კომპანიის მომწოდებელ ტექ. ინჟინრებთან ურთიერთობა, პრობლემების, განახლებების თუ სხვა საკითხები განსახილველად.
  • საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილებების ხარისხის მუდმივი განვითარების ხელშეწყობა.
  • სერვის ცენტრის ადმინისტირებაში მონაწილეობის მიღება.
  • სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი

პიროვნული თვისებები:

  • ტექნიკური აზროვნების კარგი უნარი
  • ტექნიკური მიმართულებებისადმი ბუნებრივი ინტერესი.
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ შემდეგს:

  • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო წამყვან მწარმოებლებთან.
  • მაღალი თვით რეალიზაციის მიღწევის საშუალება.
  • მართვის უნარების გაუმჯობესების მხარდაჭერა.
  • სწრაფი განვითარება და მზარდი ანაზღაურება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი
  • მართვის მოწმობა B კატეგორია. დამაჯერებელი გამოცდილებით.
  • ტექნიკური ბექგრაუნდი.

სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 მისამართი ქ. თბილისი, ორხევი. თ. ჩანტლაძის ჩიხი 8 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Hr@gardis.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 14/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: