უმცროსი მენეჯერი

სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საავადმყოფოში უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღმის მასივი ანაზღაურება: 550 ლარი სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 17:00) ძირითადი ფუნქციები: ** პაციენტების ისტორიის გახსნა შიდა პროგრამაში; ** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ პირველადი შეტყობინების განთავსება; ** საჭიროების შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა; ** პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება შიდა პროგრამის მეშვეობით და მათი გადამისამართება მოლარესთან; ** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება; ** უფროსი მენეჯერებისთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ოპტიმალურ ვადაში; ** შიდა პროგრამაში უფროსი მენეჯერის მიერ მომზადებული ანგარიშგების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით; ** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლება მენეჯმენტის მიმართულებით; განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც. ** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება; ** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა; პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პასუხისმგებლობა; ** კონფიდენციალობა. ენები: ** ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; ** ინგლისური ** რუსული ** კომპიუტერული პროგრამები: ** კომპიუტერული საოფისე პროგრამები ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: m.koranashvili@gmail.com რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერი. გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

550 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/08/2020
ბოლო ვადა: 22/08/2020

მსგავსი ვაკანსიები: