უმცროსი იურისტი ბათუმში

ფინანსური ბიურო

ფინანსური ბიურო საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 700-ზე მეტ თანამშრომელს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე ბათუმში.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე

 

სამუშაოს აღწერა:

  • დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
  • სასამართლო სარჩელების გამზადება სასამართლოში წარმოების დასაწყებად;
  • პრობლემურ მსესხებლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
  • ხელმძღვანლის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);

 

კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „უმცროსი იურისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.


სრული განაკვეთი
ბათუმი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 15/08/2020
ბოლო ვადა: 12/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: