უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი

OPPA

სს “ოპპა” (ყოფილი სს “ნოვა ტექნოლოჯი”) ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.

 

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

 

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი.

 

პოზიციის მიზანი:

  • ბიზნესის მოთხოვნებისა და საჭიროებების მოძიება, აღმოჩენა, ანალიზი და მათი ნათლად ჩამოყალიბება,
  • IT-ს მიერ შემუშავებული პრობლემის გადაჭრის გზების სისწორის დადგენა ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მუდვმივი კომუნიკაცია ბიზნეს და IT დეპარტამენტთან;
  • ინფორმაციის მოძიების მიზნით სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ, სესიები, პროტოტიპის შექმნა;
  • დეტალური მუშაობა მოთხოვნებსა და მეთოდებზე, ბიზნეს ქვედანაყოფების, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს სპეციფიკაციის კუთხით;
  • პოტენციური პროგრამული გადაწყვეტილებების მონიტორინგი და კონტროლი მათი ბიზნესთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით;
  • პროექტების არსის და მიზნის სრულყოფილად ცოდნა, პროდუქტის ფუნქციურობის და სასურველი მახასიათებლების ცოდნა;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი, სხვადასხვა პროცესების ალტერნატივების შეფასებაში მხარდაჭერა, პრობლემის გადაჭრის გზების განსაზღვრა IT დეპარტამეტნის თანამშრომლებთან ერთად;
  • მომხმარებლის მოთხოვნების შეფასება;
  • პრობლემის გადაჭრის პროცესის სამართავად, საკუთარი ჩართულობის, ძალისხმევის განსაზღვრა და სწორი თაიმ მენეჯმენტი;
  • ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება, გეპების ანალიზი და ა.შ
  • დოკუმენტაციისა და სხვადასხვა ნიმუშების შექმნა ორგანიზაციაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ცოდნის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით;

 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მონაცემთა ანალიზის ჭრილში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

უნარები:

  • ბიზნესის ანალიზის, მეთოდოლოგიების, საუკეთესო გამოცდილებების ცოდნა და მათი მოძიების უნარი;
  • ბიზნეს კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვების, დოკუმენტირების, შედეგების ეფექტურად და ლაკონურად რეპორტინგის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრის და მოლაპარაკების უნარი;
  • მოცემული რესურსების მართვის, შესაბამისად სამუშაოს ეფექტური დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
  • ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე, კომპლექსურ გეგმებზე ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • უახლესი ტექნოლოგიების მონიტორიგი მათი შესწავლისა და დანერგვის სურვილი;
  • კომუნიკაბელურობა, მოქნილობა, გუნდურად მუშაობის და სწრაფად ათვისების უნარები.

 

ჩვენ გთავაზობთ: შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge. გთხოვთ სათაურის ველში

აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს! გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/08/2020
ბოლო ვადა: 18/08/2020

მსგავსი ვაკანსიები:



Part Time Backend Developer
Aviorco
ანაწღაურება: 2000 GEL

Full Stack Web Developer
NLYC
ანაწღაურება: 1800 GEL