უმცროსი განვადების ოფიცერი სამეგრელოს რეგიონში

კრედო ბანკი

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი განვადების ოფიცერის პოზიციაზე სამეგრელოს რეგიონში: სენაკში, აბაშაში, წალენჯიხაში, ხობში, ჩხოროწყუში

 

„კრედო  ბანკი“ 20 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 72 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ  პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების  შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა - სავარჯიშო დარბაზის/საცურაო აუზის დაფინანსება;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატებს უმცროსი განვადების ოფიცრის პოზიციაზე სენაკში, აბაშაში, წალენჯიხაში, ხობში და ჩხოროწყუში  

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

 

 

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • კრედოს საგანვადებო პროდუქტების  ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერების გაკეთება;
  • კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება  ბაზებში;
  • განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
  • მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
  • კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
  • საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.

 

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობისა გრძნობა;
  • გუნდურობა;
  • პროაქტიულობა.

 

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge

წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - უმცროსი განვადების ოფიცერი. ასევე, დაამატეთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ადგილი - სენაკი, აბაშა, წალენჯიხა, ხობი ან ჩხოროწყუ.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 12 ნოემბერი.

 

#გახდიკრედოელი

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


სრული განაკვეთი
სენაკი ,  აბაშა ,  წალენჯიხა ,  ხობი ,  ჩხოროწყუ
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/10/2020
ბოლო ვადა: 13/11/2020

მსგავსი ვაკანსიები: