უკრაინულენოვანი/რუსულენოვანი დისტანციური მომსახურების სპეციალისტი - ოპერატორი

ლიდერბეთი

ლიდერბეთი - აცხადებს ვაკანსიას უკრაინულენოვანი/რუსულენოვანი დისტანციური მომსახურების სპეციალისტის - ოპერატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები

  • შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • შემომავალ ონლაინ (Chat) დახმარებაზე პასუხი;
  • მომხმარებელთათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა და წესების ახსნა;
  • კომპანიის პროდუქტების მართვის პანელებთან მუშაობა;
  • კომპანიაში არსებულ პროგრამებში სხვადასხვა მონაცემების დამუშავება.

 

ძირითადი მოთხოვნები

  • უკრაინული ან რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა (ვერბალური და წერითი);
  • ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარებისა და წესების დაცვა.

 

ძირითადი უნარები

  • გამართული კომუნიკაცია და დარწუმენება;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობა;
  • გუნდური მუშაობა;

 

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას;
  • დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო კვირა: ცვლიანობის განრიგი (დღის/ღამის ცვლა) - კვირაში 40 საათი.

დასვენება: კვირაში 2 სრული დღე.

ანაზღაურება: ფიქსირებული და მზარდი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: hr@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

 

შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/02/2021
ბოლო ვადა: 03/03/2021

მსგავსი ვაკანსიები: