უფროსი ვებ დეველოპერი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: თბილისი

განაკვეთი: სრული

 

“კრისტალი“ ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  საქართველოს მასშტაბით მართავს  310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1,000-ზე  მეტი თანამშრომელი, ოპერირებს და ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს. საჭიროებებზე მორგებული, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. „კრისტალი“ პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება ‘B’/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, „კრისტალი“  საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე,  “კრისტალი” პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs). დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: ir.crystal.ge

 

„კრისტალი“ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების შექმნაში და ანალიტიკაში მონაწილეობის მიღება
  • საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა, ასევე შექმნაში მონაწილეობის მიღება
  • შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ პროგრამული შეცდომების გასწორება, საჭირო განახლებების დამატება და დეველოპერული მხარდაჭერა

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • პროგრამირება: PHP, javascript, jQuery, CSS, HTML მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • MySQL/MS-SQL-მონაცემთა ბაზებთან მუშაობის  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
  • T-SQL ან PL/SQL ენებზე მუშაობის გამოცდილება
  • C++ ან C# ან Java  ენებზე პროგრამირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • Linux ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • მუდმივად მზარდი და განვითარებადი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

 

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს,  მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 25 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)

 

განცხადების განხილვის შედეგად შემდგომ ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 25/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: