უფროსი პრომოუტერი

ევროპროდუქტი

“ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი პრომოუტერის პოზიციაზე.

 

ევროპროდუქტი დაარსდა 2004 წელს და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე. იგი ექსკლუზიურად წარმოადგენს საქართველოში ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: Valio, Arla, Bayernland, Frico, Elpozo და სხვა; ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან გახსნა საკუთარი მარკეტების ქსელი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: 8 სამუშაო საათი დღის განმავლობაში;

ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებისათვის პროდუქციის უპირატესობების გაცნობა;
  • პროდუქტებზე დეგუსტაციების ჩატარება და შეთავაზება;
  • პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / გაყიდვების სტიმულირება.
  • პერსონალის დატრენინგება და გაყიდვების ზრდის სტრატეგიის შემუშავება;
  • წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • კანდიდატი უნდა იყოს კომუნიკაბელური და უყვარდეს მომხმარებელთან ურთიერთობა;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების კარგი უნარი;
  • სასურველია ფლობდეს ძირითად უცხო ენებს (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე;
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს სწრაფად ათვისების კარგი უნარი;
  • სასურველია ჰქონდეს პრომოუტერის ან/და კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ჯგუფის ლიდერი“.

 

გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 28/05/2020
ბოლო ვადა: 23/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: