უფროსი Java დეველოპერი

მაგთიკომი

შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი Java დეველოპერის თანამდებობაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი სისტემების არქიტექტურის შემუშავებაში მონაწილეობა
  • ბიზნეს ანალიტიკოსებთან ერთად პროექტების დაგეგმვა/შეფასებაში მონაწილეობა
  • ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში.
  • მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება J2EE ტექნოლოგიებში
  • აპლიკაციების სერვერებთან მუშაობის გამოცდილება (JBoss AS, Tomcat)
  • Java ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა : Spring, Spring Boot, Spring Security, Hibernate, Spring MVC, JPA, REST, SOAP, JNDI
  • მონაცემთა რელაციურ ბაზებთან (Oracle, MS SQL) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • Git-თან მუშაობის გამოცდილება
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პარადიგმების საფუძვლიანი ცოდნა.
  • სისტემის არქიტექტურის შემუშავების პრინციპების ცოდნა. სერვისზე ორიენტირებული არქიტექტურა (SOA), Event-driven არქიტექტურა, მიკროსერვისები, Event Sourcing, Domain Driven Design (DDD). Test Driven Development (TTD)
  • Unit ტესტების ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება.

 

სასურველია:

  • Messaging სისტემებთან Kafka, Tibco Rendezvous, Active MQ, Rabbit MQ მუშაობის გამოცდილება და ცოდნა.
  • კომპიუტერული ქსელის ფუნდამენტური პრინციპების (ტექნოლოგიების, პროტოკოლების) ცოდნა.
  • CI / CD გარემოში მუშაობის გამოცდილება

 

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
  • მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
  • რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი

 

სამუშაო პირობები:

  • მუშაობის მოქნილი გრაფიკი
  • კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

 

გთხოვთ, მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kadrebi@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განცხადება არ განიხილება.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/05/2020
ბოლო ვადა: 13/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: