უფროსი იურისტი

პრემიუმ ფუდს ჯგუფი

სადისტრიბუციო კომპანია "პრემიუმ ფუდს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** სამართლებრივი დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მემორანდუმების, საპროცესო დოკუმენტების, სხვადასხვა პროექტების შედგენა/მომზადება; ** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში, კერძო არბიტრაჟში და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ** შესაბამისი სასამართლო/საარბიტრაჟო დავისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** სამართლებრივი დოკუმენტაციის ანალიზი და შესაბამის პასუხისმგებელ პირთან რეპორტინგი; ** კომპანიის შრომითი პოლიტიკის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ** მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი; ** მენეჯმენტისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა; ** სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება დირექტორის მოთხოვნების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხს მიენიჭება უპირატესობა; ** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო/საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით; ** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ** უპირატესობა მიენიჭება რუსული ენის მცოდნე კანდიდატს; პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; ** ​არგუმენტირების და დასაბუთების უნარი; ** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი; ** გამართულად მეტყველებისა და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)+ ბონუსი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@pfg.ge არაუგვიანეს 2020 წლის 2 ოქტომბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: უფროსი იურისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

1800 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 26/09/2020
ბოლო ვადა: 10/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: