უფროსი ფინანსური აუდიტორი
Nexia TA
კომპანია შპს "ნექსია თიეი" (Nexia TA Georgia ) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას, NEXIA International-ს საქართველოში.
კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00 – 18:00
მოვალეობები:
- „ნექსია თიეი“-ს კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად.
- აუდიტის დასკვნის მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა.
- კლიენტი კომპანიის მენეჯმენტისადმი წერილის (Management letter) მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური განხრით;
- ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდტებს მიენიჭებათ უპირატესობა);
- ACCA კვალიფიკაცია ან ჩაბარებული უნდა ქონდეს შემდეგი წიგნები: AB, MA, FA, LW, PM, TX, FR და AA
- ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაო აღწერილობა:
- ISA-ს სტანდარტების შესაბამისად ფინანსური აუდიტის მომსახურბის გაწევა
- აუდიტის ბიზნეს პროცესის და პროცესში ჩართული პირების საქმიანობის ზედამხედველობა და მონიტრორინგი;
- აუდიტის პროცესის დაგეგმვა შესაბამისად საველე სამუშაოების გუნდთან ერთად;
- აუდიტისთვის საჭირო ფაილების სრულყოფის უზრუნველყოფა და დოკუმენტირება;
- აუდიტის პროცესის ეფექტიანობის და პროცესის დახვეწის მიზნით მწინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
- გუნდის მართვა, მოტივირება და მათთან ეფექტური კომუნიკაცია საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პროცესების დაგეგმვისა და მონიტორინგის უნარები
- პროფესიული განვითარებისთვის მზაობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- აქტიურობა;
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
კომპანისთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV ქართულან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancyaudit@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „უფროსი ფინანსური აუდიტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 19/03/2020