LOT.ge
უფროსი ბუღალტერი
კომპანია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს ნახევარი დღე.
ანაზღაურება: მაღალი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ძირითადი საშუალებების რეესტრის პროგრამული წარმოება და კონტროლი;
- შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვა, მათ შორის იმპორტის;
- დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მონიტორინგი, შედარების აქტების უზრუნველყოფა;
- წარმოების ოპერაციების ბუღალტრული ასახვა და მონიტორინგი;
- მარკეტინგული და სხვა მომსახურებების კალკულაცია და ბუღალტრული ასახვა;
- დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
- სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და პროგრამაში აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უფროს ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
- 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: nmaisurazde@gmail.com ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/01/2021
ბოლო ვადა: 11/02/2021