უფროსი აუდიტორი

გეფა

სს “გეფა” აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის თანამდებობაზე

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

 

განსაკუთრებული მინიშნება: სამუშაოს შესრულებისათვის სავალდებულოა მივლინებების განხორციელება რეგიონებში

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აუდიტის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობა:
    • კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და შეფასება საუკეთესო გამოცდილებაზე/ გავრცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
    • კომპანიის ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული რისკების სამართავად დანერგილი კონტროლის სისტემ(ებ)ის შეფასება და გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
    • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესაბამისობის დადგენა შიდა პროცედურებსა და ქვეყნის კანონმდებლობასთან.
  • კომპანიის ბიზნეს პროცეს(ებ)ის აუდიტის წარმართვა:
    • შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული პირველადი კვლევის განხორციელება;
    • შესამოწმებელ პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიკაცია/შეფასება;
    • შესამოწმებელ პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების იდენტიფიკაცია;
    • პროცესის შემოწმებისთვის საჭირო გეგმის/პროგრამის შემუშავება:
    • პროცესში დანერგილი კონტროლის სისტემების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესაფასებლად საჭირო კონტროლის ტესტების განსაზღვრა;
    • შემოწმების მასშტაბის განსაზღვრა;
    • შემოწმების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება / შესაბამის დეპარტამენტთან/სამსახურთან ინფორმაციის გამოთხოვის ფორმის გენერირება;
    • შემოწმების განსახორციელებლად შერჩევის მეთოდის განსაზღვრა საუკეთესო გამოცდილებაზე/გარცელებულ პრაქტიკაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
    • პროცესის შესამოწმებლად საჭირო რესურსების განსაზღვრა;
    • შემოწმების პროცესის დროში გაწერა;
    • პროცესის შემოწმების გეგმის/პროგრამის ან გეგმაში ცვლილების განხორცილების შეთანხმება დეპარტამენტის დირექტორთან.

 

შემოწმების პროცესის წარმართვა:

  • კონტროლის მექანიზმების ტესტირება;
  • შემოწმების პროცესში მოპოვებული მტკიცებულების/ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული დარღვევა/ნაკლოვანების განსაზღვრა;
  • აღმოჩენილი დარღვევა/ნაკლოვანების შედეგების განხილვა პროცესზე პასუხიმგებელ პირ(ებ)თან.
    • შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმების ადექვატურობის/ეფექტიანობის შესახებ აზრის გამოხატვა, რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის/შემოწმების აქტის მომზადება;
    • გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პერიოდული კონტროლის განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება;
    • შემოწმების პროექტის ფარგლებში მონაცემების შეგროვების და მათი სამუშაო ფორმებში თავმოყრის უზრუნველყოფა.
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლის მუშაობის მართვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, აუდიტი/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • სავალდებულოა სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში (უპირატესობა მიენიჭება “Big4”-ში სამუშაო გამოცდილებას) აუდიტორის/უფროსი აუდიტორის პოზიციაზე
  • ასევე მისაღები იქნება სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება შიდა აუდიტის / შიდა კონტროლის მიმართულებით ფარმაცევტული ან ფინანსური პროფილის ორგანიზაციაში;
  • სავალდებულოა MS Office-ის პროგრამების (Word; Excel, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ვიზიოს, პროჯექტის და sql პროგრამების ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

 

აუცილებელი ცოდნა/კომპეტენციები:

  • შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • რისკების შეფასების, აუდიტის მასშტაბის დადგენის, ინფორმაციის მოგროვების, სამუშაო ფორმების შედგენის გავრცელებული პრაქტიკის ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;
  • საქართველოს კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი კომპეტენტური სამსახურების მიერ გაცემული კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ ფარმაცევტულ საქმიანობას;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • კომპლექსური მონაცემების მოპოვება და ანალიზი;
  • პროექტის დაგეგმვისა და მართვის უნარი.

 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ობიექტურობა;
  • პატიოსნება;
  • პრინციპულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • თვითგანვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა;
  • კონფიდენციალობის დაცვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დროის განაწილების/მართვის უნარი
  • მოწესრიგებულობა და დეტალების მიმართ ყურადღების გამოჩენა.

 

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს „გეფა“-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/09/2020
ბოლო ვადა: 06/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: