უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

დეკოლაინი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

ჩვენი კომპანიის მიზანი, მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით, ძლიერი და ერთიანი გუნდის შენარჩუნებაა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების ან სამშენებლო სექტორში, გაყიდვების მენეჯერად;
  • სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ ენაში; ინგლისური და რუსული - სალაპარაკო (აუცილებელია);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
  • კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების/დათანხმების უნარი;
  • პრეზენტაბელური გარეგნობა;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მუშაობა, ინფორმაციის მობილიზაცია და სისტემატიზაცია პოტენციური კლიენტების შესახებ; კლიენტების ბაზის შექმნა სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება;
  • კლიენტებისათვის სხვადასხვა შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • გაყიდვების პროგრამის განვითარება და კონტროლის განხორციელება;
  • მარკეტინგული გეგმების შექმნა და კონტროლი;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა;
  • პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
  • ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებული;
  • პოზიტიური;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული/პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დარწმუნებულის უნარი;
  • დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი. 

 

უპირატესობა მიენიჭებათ უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კანდიდატებს. 

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

გეგმის შესრულების შემთხვევაში ანაზღაურება 3000-3500 ლარი. 

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ თავისი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: iinfo@decoline.ge გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

 

გისურვებთ წარმატებებს!

3000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/06/2020
ბოლო ვადა: 06/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: