უძრავი ქონების აგენტი

იყიდება ბინა

უძრავი ქონების სააგენტო ,,იყიდება ბინა’’ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. ,,იყიდება ბინა’’ წარმატებით მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე 2020 წლის დასაწყისიდან.

 

ამ წარმატების შედეგად კომპანია ფართოვდება და გვესაჭიროება მიზანდასახული და აქტიური კადრები ახალი, ინოვაციური პროექტებისთვის. ყველა დასაქმებულ აგენტს შანსი ეძლევა მიაღწიოს წარმატებას და იმუშაოს მშვიდ, მყუდრო და თანამედროვე გარემოში მეგობრულ და ორგანიზებულ გუნდთან ერთად.

 

სამუშაო პირობები:

  • სამსახურის ადგილმდებარეობა: ანდრია აფაქიძის 11.
  • სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე 11.00-19.00.  

ანაზღაურება:

  • წარმატებული გარიგებიდან 40%, მზარდი პროცენტული გამომუშავებით.
  • ბონუსები სხვა აგენტებთან თანამშრომლობით წარმატებულად დასრულებული გარიგებიდან.
  • უფასო, ულიმიტო ნომერი. 
  • Myhome.ge  ხარჯები.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბაზაში არსებული განცხადებების დეტალურად ცოდნა და მუდმივი განახლება.
  • სატელეფონო ზარების მიღება და ბაზაში არსებული რესურსის შეთავაზება დროულად.
  • კლიენტებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება.
  • სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება დროულად.
  • თიმ ლიდერთან და სხვა გუნდის წევრებთან ორგანიზებული მუშაობა.
  • დაინტერესებული პირებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება და წარმართვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა და თავაზიანობა.
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი.
  • სამუშაოს ორგანიზების და დროის მართვა.
  • ინფორმაციის დროულად მოძიება.
  • ქართული ენის კარგად ცოდნა.
  • რუსული და ინგლისური ენის საშუალო ან სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

 

მეტი ინფორმაციისთვის ან დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@iyidebabina.ge


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: