ტვირთებზე დოკუმენტების მართვის ოფიცერი ყულევში ფოთსა და ხობში

შავი ზღვის ტერმინალი

კომპანიის სახელი: შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ (ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ყულევის საზღვაო ტერმინალი).

მდებარეობა: სამეგრელო-ზემო სვანეთი, ფოთი, ხობი​

ვაკანტური პოზიციის დასახელება: ტვირთებზე დოკუმენტების მართვის ოფიცერი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას.

 

სავალდებულო მოთხოვნები ვაკანსიაზე: 

  • უმაღლესი  განათლება;
  • სასურველია მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. 

 

ძირითადი  ფუნქციები:

  • პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • კლიენტებისათვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადება;
  • ტვირთის მომსახურეობის აგენტისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
  • მენეჯმენტის მოთხოვნების შესაბამისად შემაჯამებელი რეპორტების მომზადება;

 

პიროვნული თვისებები:

  • მოწესრიგებულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინფორმაციის დამუშავების, ანალიზისა და შედეგების წარდგენის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების  უნარი;
  • სისწრაფე და ოპერატიულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა, კარგი ინტერპერსონალური (ინტერკომუნიკაციის) უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

 

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

  • ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე;
  • სამუშაო პერიოდი: მუშაობა ცვლებში. საანგარიშო თვეში 14-17 ცვლა. სამუშაო  დროის ხანგრძლივობა  08:00 საათიდან 20:00 საათამდე.  სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.
  • საწარმოო აუცილებლობით გამოწვეულ ზეგანაკვეთურ სამუშაო დროში ნამუშევარი საათების ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;  
  • უფასო  ერთჯერადი კვება;
  • კორპორაციული სატელეფონო მომსახურეობა;
  • კორპორაციული ტრანსპორტით სარგებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და ოჯახის).

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • დიპლომის ასლი;
  • ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საჭიროების წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება მოთხოვნილი იქნეს სხვა დამატებითი დოკუმენტები. 

 

რეზიუმე (CV) სხვა დოკუმენტებთან ერთად შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@bst.socar.az


სრული განაკვეთი
ხობი ,  სხვა ,  ფოთი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 03/07/2020
ბოლო ვადა: 18/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: