ტუტორი

დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა

შპს „დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა“ კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 25 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

 

გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს ვაკანსიას ტუტორის“ პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოსწავლეზე დაკვირვების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის უნარი;
  • სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინტეგრაციის ხელშეწყობის უნარი.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს მოსწავლის სხვადასხვა უნარის განვითარებაზე სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით;
  • დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • დაგეგმოს სხვადასხვა ტიპის შიდა/გასვლითი ღონისძიებები კლასის ფარგლებში;
  • მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.

 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • საგაკვეთილო საათები: 10სთ/კვირაში;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული/08:45-17:00სთ;
  • დასვენების დღეები: შაბათი-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები;
  • მისამართი: ისინი-სამგორის რ-ნი, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.

 

ბენეფიტები:

  • საგამოცდო ვადის წარმატებით გასვლის შემდგომ, ზაფხულში ხანგრძლივი (24 სამუშაო დღეზე მეტი) ანაზღაურებადი შვებულება;
  • განსაკუთრებული ხელშეწყობა განვითარებისათვის.

 

კონკურსი მოიცავს ეტაპებს:

  • CV/რეზიუმეს გადარჩევა;
  • გასაუბრება (შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ ფორმატში Zoom აპლიკაციით).

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე shavnabada.vacancy@gmail.com არაუგვიანეს 2020 წლის 4 დეკემბრისა. სავალდებულოა წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტუტორ-დამრიგებელი", რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

 

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გიმნაზია შავნაბადას მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მომდევნო 2 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/11/2020
ბოლო ვადა: 04/12/2020

მსგავსი ვაკანსიები: