ტრენინგი გარემოსდაცვით თემებზე

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი

ააიპ. გარემოსადცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი (CEPE), რომლის მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის გავრცელება, მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია, მწვანე მეწარმეობის დანერგვის ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიური ჩართულობა და სხვა. ორგანიზაციის სამოქმედო არეალია - სამეგრელო, დასავლეთ საქართველო

გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი ახორციელებს პროექტს "მე ვზრუნავ გარემოზე", რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ინფორმირებულობის გაზრდა, ეკოკლუბების დაფუძნება, მწვანე მეწარმეობის წახალისება სამიზნე ქალაქებში - ფოთსა და აბაშაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისთვის ვაცხადეთ კონკურსს მონაწილეთა მიღებაზე, ტრენინგები ჩატარდება შაბათ-კვირას, აღნიშნულ ქალაქებში.

 

ორდღიანი ტრენინგი უფასოა და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • გარემოსდაცვითი მოძრაობის ისტორია
  • გარემოსდაცვითი გამოწვევები
  • ეკოსისტემები და ბიომრავალფეროვნება
  • ბუნებრივი რესურსების მართვა
  • კლიმატის ცვლილება
  • გარემოს დაბინძურება
  • მდგრადი განვითარების მიზნები
  • გარემოსდაცვითი აქტივობები, მწვანე მეწარმეობა და სხვ.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობებია:

  • გარემოსდაცვითი რამე?
  • ასაკი 16-29 წლის ჩათვლით
  • ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები

 

დაინტერესებულ ახალგაზრდებმა ა.წ. 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ შემდეგი კითხვარი, შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზაციის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდებიან.

დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ info@cepe.ge ან ჩვენ FB გვერდზე

იმ შემთხვევაში თუ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გამკაცრდება რეგულაციები, ჩვენი გუნდი მზადაა ჩაატაროს ტრენინგები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში

პროექტი ‘’მე ვზრუნავ გარემოზე’’ ხორციელდება გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრის მიერ პროექტის „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაცემული ქვეგრანტის სახსრებით.

პროექტის პარტნიორები არიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ აბაშის მუნიციპალიტეტის მერია, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (GYRC) და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო (SYC)


სრული განაკვეთი
აბაშა ,  ფოთი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/09/2020
ბოლო ვადა: 09/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: