ტრენინგი - ArchiCAD & 3DS MAX

აკლასი

ArchiCAD & 3DS MAX

არქიკადი და 3დს მაქსი

 

აირჩიე შენთვის სასურველი:

  • სწავლის პირობები: ინდივიდუალური, მცირე ჯგუფი- 2-3 მსმენელი(ფასდაკლება), _საშუალო ჯგუფი- 4-5 მსმენელი(+ფასდაკლება), _დიდ ჯგუფი- 6 და მეტი მსმენელი(++ ფასდაკლება).
  • დონე:  საბაზისო 8 ლექცია, გაძლიერებული +8ლექცია, პროფესიონალი +16ლექცია.
  • გადახდის მეთოდი-ეტაპობრივი- ყოველი დონის მე-2 და მე-5 ლექციამდე,
  • წინასწარი- სწავლის დაწყებიდან მე-2 ლექციამდე (ფასდაკლება+).
  • ადგილმდებარეობა-  ჩვენი ოფისი (თავისუფლების მოედანზე), 2.თქვენ ოფისი 3. ონლაინ რეჟიმი.

 

არქიკადი საბაზისო (8 ლექცია): სამუშაო არის მოწყობა; პროექტის ნიმუშის(Template) შექმნა; ძირითადი ინსტრუმენტების შესწავლა; ფასადების, ჭრების და ზომების გამოტანა; მასალების რედაქტირება და ახალის შემოტანა; მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა; დამხმარე ინსტრუმენტები (Line, polyline...); მარტივი რენდერი; სრული პროექტის და ცალკეული კვანძების შენახვა სხვადასხვა ფორმატში და ამობეჭდვისთვის მომზადება.

 

გაძლიერებული (+8ლექცია): მოპირკეთების მასალების და ობიექტების შემოტანა; სამშენებლო კვანძების, დეტალების, განშლის და 3D დაფიქსირებული ხედების გამოტანა; ახალი: ობიექტების, მასალების, კიბეების, კარ-ფანჯრების, კედლების, კოლონების, კოჭების შექმნა; კიბის და მოაჯირის ინსტრუმენტის დაწვრილებითი შესწავლა; Curtain Wall, Morf და Shell ინსტრუმენტების მიმოხილვა; პროექტის მიბმა არსებულ ლანდაშაფტთან; არსებული შრეების (Layers) მიმოხილვა; რთული კონსტრუქციის მრავალსართულიანი შენობის პროექტირება.

პროფესიონალი (+16ლექცია): რთული კონსტრუქციის ობიექტების შექმნა და შენახვა სხვადასხვა ფორმატში; ახალი სტილების (Options-Element Atributes) შექმნა; Curtain Wall, Morf და Shell ინსტრუმენტების დაწვრილებითი შესწავლა; 2D ვიზუალიზაცია - ფაქტურების დადება სხვადასხვა საშუალებით; 3D ვიზუალიზაცია - რენდერი (Basic, Sketch, Maxon); ხარჯთაღრიცხვა, განახლებადი სპეციფიკაციები; არქიკადის თავსებადობა სხვა პროგრამებთან; ყველა ინსტრუმენტის დაწვრილებითი მიმოხილვა; რთული კონსტრუქციის მრავალსართულიანი შენობების პროექტირება (არასტანდარტული ხერხებით); პროექტის სხვადასხვა ხედვების(View), ამოსაბეჭდი გვერდების(Layout) მომზადება.

 

3დს მაქსი

საბაზისო (8ლექცია): ინტერფეისის შესწავლა; სამუშაო ფაილის პარამეტრების შერჩევა; ხაზობრივი და სივრცითი სტანდარტული ობიექტების შესწავლა; მარტივი ფიგურების შექმნა და მოდიფიკატორებით ზემოქმედება. მარტივი რენდერი.

 

გაძლიერებული (+16ლექცია): რთული ობიექტების შექმნა და მოდიფიკატორებით ზემოქმედება; მოდიფიკატორების დაწვრილებითი შესწავლა: პოლიგონალური მოდელირება; მატერიალების შემოტანა  და მაკორექტირებელი რუკების გამოყენება, მარტივი სცენების შექმნა; სცენის განათება და ვიზუალიზაცია; სხვადასხვა ტიპის რენდერი, Vray რენდერი.

პროფესიონალი (+8ლექცია): რთული მატერიალების შექმნა და შენახვა; ეფექტების პარამეტრების დაწვრილებით შესწავლა;  რთული ობიექტების სხვადასხვა გზით დამუშავება; ექსტერიერის და გარემოს შექმნა;  ინტერიერის მოწყობა და ობიექტებად შენახვა;  სხვადასხვა ტიპის განათებების დაწვრილებით შესწავლა; ფაილების შემოტანა სხვადასხვა ხერხით; ფაილების გადატანა სხვადასხვა პროგრამაში; Vray რენდერი პროფესიონალი.

 

სრული, პროფესიონალური კურსის(32 ლექცია+პრაქტიკული მეცადინეობა) ღირებულება:

  • ინდივიდუალური -

ეტაპობრივი გადახდა- 880 ლარი. წინასწარი გადახდა- 820 ლარი.

  • მცირე ჯგუფი (2-3 მსმენელი) -

ეტაპობრივი გადახდა- 790 ლარი; წინასწარი გადახდა- 680 ლარი.

  • საშუალო ჯგუფი (4-5 მსმენელი) -

ეტაპობრივი გადახდა- 690 ლარი; წინასწარი გადახდა- 640 ლარი.

  • დიდი ჯგუფი (5 და მეტი მსმენელი) -

ეტაპობრივი გადახდა- 640 ლარი; წინასწარი გადახდა- 590 ლარი.

 

მის: შალვა დადიანის ქ. 8 (თავისუფლების მოედანი) მობ.: +995 599 99 80 35, +995 598 45 90 91

ტელ.: 298 4253

ელ.ფოსტა: aklasi.edu@yahoo.com, aklasi.edu@gmail.com FB: აკლასი.

*სასწავლო ცენტრი „აკლასი“ გისურვებთ წარმატებებს!


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 03/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: