ტრენინგ მენეჯერი

კლინტექი

კომპანია "კლინტექ"-ი (პროფესიონალური სარეცხი საშუალებების და დასუფთავების ტექნიკის დისტრიბუცია) აცხადებს ვაკანსიას ტრენინგ მენეჯერის პოზიციაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.zoma.ge ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ტრენინგებისათვის სასწავლო მასალის ადაპტირება და შემუშავება; ** ტრენინგების ჩატარება: შენობების დასუფთავების, კვების ობიექტების უვნებლობა, პირადი ჰიგიენა და სხვა პროფესიონალურ ჰიგიენასთან დაკავშირებულ თემებზე; ** თემატური სემინარების ორგანიზება (პროფესიონალური ჰიგიენის, სამზარეულოს, თეთრეულის სამრეცხაოს, საცურაო აუზების და სხვ. მიმართულებით) დაინტერესებული სპეციალისტებისათვის; ** კომპანიის მომწოდებლებთან კომუნიკაცია თემატური სიახლეების მისაღებად, შესაბამისად სატრენინგო პროგრამების და სემინარების თემების და ინფორმაციის მუდმივი განახლება; ** არსებული და ახალი პროდუქციის საინფორმაციო მასალების თარგმანების კორექტირება და ადაპტირება ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით; ** გარკვეული ტრენინგები სარეცხი საშუალებების გამოყენების წესების შესახებ (ვიდეო მასალების მომზადება). პიროვნული თვისებები: ** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; ** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დაგეგმვის და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ზურაბაშვილის #5 ანაზღაურება: 1500 ლარიდან. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@zoma.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

1500 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 06/04/2020

მსგავსი ვაკანსიები: