ტრენინგ კურსი - პროფაილინგი და კომუნიკაცია მართვაში

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია „ჰედვაისთან“ თანამშრომლობით, გთავაზობთ ტრენინგ კურსს „პროფაილინგი და კომუნიკაცია მართვაში“.

 

„ჰედვაისი“ საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს მულტიდიციპლინარული მიდგომებით და საქართველოში ნერგავს ისეთ ინოვაციურ სასწავლო და    საკონსულტაციო    მეთოდებს    როგორებიცაა:    Flow    ლიდერობა,    HR    გეიმიფიკაცია, ნეირომარკეტინგი,  ლინ 6  სიგმა მენეჯმენტი  და აუგუსტო  ბოალის პიროვნული  განვითარების მეთოდი,   რომლებიც   მიმართულია   ადამიანური   კაპიტალის   განვითარებაზე,   რესურსების ოპტიმიზაციასა და შესრულების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

 

„პროფაილინგი და კომუნიკაცია მართვაში“ – „ჰედვაისის“ მიერ ასოციაციისთვის შემოთავაზებული 12 საათიანი სატრენინგო კურსია. ის სპეციალურად შემუშავებულია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.

 

ბიზნეს ეფექტურობის გასაზრდელად სულ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება განსხვავებული მიდგომებისა და მეთოდების ინტეგრაცია მართვაში. განსაკუთრებულ მნიშვნელობას  კი  ამ  პროცესებში  ადამიანის  სიღრმისეული  ცოდნა  იძენს.  ამ  ცოდნის  სახით მენეჯერებს ეძლევათ ადამიანების მართვის, დარწმუნების, მოტივირებისა და ტრანსფორმაციის ძლიერი ინსტრუმენტი. აღნიშნული პროგრამა შეიქმნა იმ მიზნით, რომ მენეჯერებს დაეხმაროს სინთეზური აზროვნებისა და მოქმედების ჩამოყალიბებაში, საკუთარი და სხვისი ქცევის სწორად გაანალიზებაში, პროცესების დიფერენცირებული რაკურსით შეფასებასა და ორგანიზებაში.

 

პროგრამის შინაარსი:

პროფაილინგის  ინსტრუმენტი  -  როგორ  მოვახდინოთ  ქცევის  ანალიზი,  პიროვნების ტიპოლოგიის ამოცნობა და მისი ქცევის პროგნოზირება ტესტირების გარეშე, მცირე დროში

  • ქვების პატერნები
  • ლინგვისტური ანალიზი
  • სხეულის ენა
  • პროფაილინგის ალგორითმი

 

როგორ შევარჩიოთ გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები ტიპოლოგიის მიხედვით

  • Flow მოდელი - რესურსების მობილიზაცია
  • ნეიროლინგვისტური კომუნიკაციის მოდელები
  • გავლენის მოხდენისა და ქცევაზე ზემოქმედების ანალიტიკური მეთოდები

 

როგორ გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე სხვადასხვა რესურსების სინთეზირებით

  • განვითარების უახლოესი ზონა
  • გონების რუქა - mind mapping
  • მიზნის დასახვის ხელსაწყოები
  • პროცესების რუქა
  • მენეჯერული თამაშები

 

პროგრამის შედეგი:

  • გავარჯიშებული ემოციური გონიერება (EQ)
  • ინდივიდუალური და უნიკალური აღსრულების სისტემების შემუშავების უნარი
  • ადამიანების ამოცნობის და მათი ქცევის მოდელირების უნარი

 

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ქცევის ანალიზზე დაყრდნობით ადამიანების შეფასებასა და მათი მომავალი ქცევის პროგნოზირებას
  • ადამიანის ტიპოლოგიის განსაზღვრას და მისი პროდუქტიული ზონის იდენტიფიცირებას
  • ადამიანის ქცევაზე ზეგავლენის მოხდენას, სასურველი ქცევის გამოწვევას
  • ეფექტური გუნდისთვის საჭირო რესურსების ამოცნობასა და კომბინირებას

 

ტრენერი:

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი

კომპანია ჰედვაისის თანადამფუძნებელი და დირექტორი; საქართველოში პირველი ქცევის შემსწავლელი ნეიროტექნოლოგიური ლაბორატორიის თანადამფუძნებელი – ლაბორატორია Z. 6- ზე მეტი წელია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივ საკონსულტაციო / სატრენინგო   პროგრამებზე.   ამჟამად   მარიამი   საერთაშორისო   კონსულტანტია   ადამიანური კაპიტალის სფეროში. HR გემიფიკაციის მიმართულებით წარმოადგენს ალეას კალიფორნიას ოფიციალურ პარტნიორ –კონსულტანტს საქართველოში და კონსულტირებას უწევს ისეთ კომპანიებსა და სტრუქტურებს, როგორებიცაა გერმანული ეკონუმიკური გაერთიანება, კაპაროლი, მაკდონალდსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, PSP, GMP, მაკდონალდს გერმანია და სხვა.

 

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfuWWcnHb-wGk3draOtfsGyN2hHhcDeclK6- 9dbCGQpClYqHw/viewform

 

თარიღი / დრო: 17 და 24 ოქტომბერი, 2020 წ. 2 შეხვედრა, სულ 12 საკონტაქტო საათი.

 

ტრენინგების  გამართვის  ადგილი:  ინფრასტრუქტურის  მშენებელთა  ასოციაციის  სატრენინგო დარბაზი,  ლუბლიანას 13ბ, თბილისი.

 

ტრენინგის საფასური: ტრენინგის სრული ღირებულებაა 350 ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.

 

ტრენინგის   მონაწილეებს      გადაეცემათ„ჰედვაისისა“ და   ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატი.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 07/10/2020
ბოლო ვადა: 21/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: