ტრენერი

ელიტ ელექტრონიქსი

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. 

დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის“ 23 მაღაზიას მოიცავს.    სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა 

და  ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje). 

სს ”ელიტ ელექტრონიქსის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას. 

 

 

დამსაქმებელი:  სს ”ელიტ ელექტრონიქსი” 

პოზიციის დასახელება: ტრენერი  

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი 

განცხადებების მიღების ბოლო ვადა:    2 ოქტომბერი , 2020  წელი 

კონკურსის ფორმა:  გასაუბრება, ტესტირება, პრეზენტაცია  

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 

  • მიმართულების ფარგლებში მოქმედი და ახალი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება და წარმართვა 
  • მოქმედი და ახალი თანაშრომლებისთვის ტრენინგისთვის  მასალების მოძიება და ტრენინგ პროგრამისათვის  საჭირო პრაქტიკული დავალებების მომზადება 
  • ქსელში არსებულ პროდუქტთან დაკავშირებით ტესტური დავალებების მომზადება, განხორციელებული შეფასების შესაბამისად ტრენინგ პროგრამის და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა 
  • თანამშრომელთა ატესტაციის/ტესტირების ორგანიზებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა 
  • ბრენდის მიერ დაგეგმილი ტრენინგების ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება 
  • სამუშაო ადგილზე სწავლების პროცესის დაგეგმვა და წარმართვა 
  • ტრენინგის შემდგომი პროცესის ანალიზი და დაგეგმვა (Follow up) 
  • შესრულებული სამუშაოს ანგარიშგების დროულად მომზადება და შესაბამისი პირებისთვის წარდგენა 
  • პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების (ანოტაციების) მომზადება და შესაბამის პროგრამაში მონაცემების განთავსება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება  
  • ტექნიკის სფეროში ტრენერად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (IT, TV, MOBILE) 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა 
  • ინგლისური და რუსული ენის  საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

 

უნარები და კომპეტენციები:  

  • არგუმენტირებული მსჯელობის უნარი  
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • მოსმენისა და ინფორმაციის გაანალიზების უნარი 
  • დეტალებისადმი დაკვირვებულობა 
  • მოწესრიგებულობა 
  • თავაზიანობა 
  • კომუნიკაბელურობა 
  • პუნქტუალურობა  

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს,

მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 25/09/2020
ბოლო ვადა: 09/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: