ტოტალიზატორის მოლარე

europebet

"ევროპაბეთი" 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანს და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, გაუწიოს მომხმარებელს ინდუსტრიაში საუკეთესო მომსახურება და მისცეს პროდუქტების ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეთსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე). ბეთსონ ჯგუფი 55 წელია ოპერირებს ევროპის ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე. მეტი ევროპაბეთის დასაქმების პირობების შესახებ გაიგეთ ბმულზე კომპანია ევროპაბეთის სათამაშო აპარატების სალონი (სლოტ კლუბი) აცხადებს ვაკანსიას ტოტალიზატორის მოლარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი, გამზირი თამარ მეფე # 32 სამუშაო განაკვეთი: არასტანდარტული, სამუშაო არ მოიცავს ღამის სმენას; ანაზღაურება: 800 ლარი - ხელზე ასაღები თანხა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტა; ** ფულადი ოპერაციების წარმოება და ფულადი სახსრების მართვა; ** მომხმარებელთა მომსახურება და ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებლისგან ფსონის მიღება და ბილეთის ბეჭდვა; ** სალაროში თანხის ლიმიტის კონტროლი; ** სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა; საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: ** აუცილებელია ტოტალიზატორის მოლარედ მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის მომხმარებლის დონეზე ცოდნა, პრინტერთან/სკანერთან მუშაობის გამოცდილება; ** ქართული ენაზე გამართულად მეტყველების უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 25 ივლისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@europebet.com და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ტოტალიზატორის მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული განაცხადი არ განიხილება.

800 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/07/2020
ბოლო ვადა: 25/07/2020

მსგავსი ვაკანსიები: