თევზის საწარმოს ტექნოლოგი

G&A GROUP

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში თევზის საწარმოს ტექნოლოგის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • წარმოებაში ტექნოლოგიური ციკლის დაგეგმვა
  • ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება და ტექნოლოგიური პროცესების გაწერა
  • წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა
  • განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა
  • ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი
  • პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად
  • პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა
  • როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი
  • პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა
  • პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა
  • წარმოების მენეჯერთან ერთად ახალი პროდუქტის კალკულაციაში მონაწილეობის მიღება, სადეგუსტაციო საბჭოს მოწვევა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • თევზის ტექნოლოგად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • თევზის პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
  • სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

 

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

  • მოწესრიგებულობა
  • გუნდურობა
  • პრიორიტეტების დასახვა
  • დროის მენეჯმენტი  

ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება „თევზის საწარმოს ტექნოლოგი“.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 08/03/2020
ბოლო ვადა: 19/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: