თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

მიღება თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში (3 ადგილი);

კურსის ხანგრძლივობა - 11 თვე;

პროგრამის ხელმძღვანელი - ლელა გრიგოლია;

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 24 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით. 24-26 აგვისტოს 12:00-16:00 მდე,

ხოლო 27 აგვისტოს 12:00 საათამდე (კსუ, ჩარგლის ქ. 73, სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. საკონტაქტო პირი ლაშა დოლიძე - +995 592 52 99 77).

გასაუბრება ჩატარდება 2020 წლის 27 აგვისტოს, 16:00 საათზე. სწავლა დაიწყება 2020 წლის 1 სექტემბერს.

 

რეგისტრაციის დროს წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
  • დიპლომის ასლი;
  • კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;
  • კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;
  • საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;
  • მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 19/08/2020
ბოლო ვადა: 15/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: