ტექნიკური სამსახურის უფროსი

კუმისი XXI

შპს "კუმისი XXI" ბაზარზე 2005 წლიდან არის წარმოდგენილი. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. მდებარეობს სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით. შპს "კუმისი XXI" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საკუთრებაში მყოფი მოძრავი ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობა. ** ტექნიკაზე სარემონტო და სხვა საჭირო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში კომპანიის დირექტორთან გეგმური ხარჯთაღრიცხვის და სქემის წარდგენის უზრუნველყოფა დაგეგმილი სამუშაოების მიხედვით. ** კონტროლის განხორციელება სარემონტო და სხვა სამუშაოების მიმდინარეობისას, თუ ასეთი საჭიროა ტექნიკისთვის, როგორც ადგილობრივად ისე სხვადასხვა ავტო-სერვისცენტრებში. ** უზრუნველჰყოს უსაფრთხოების ზომებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა მის დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოს ავტო-ფარეხში მომუშავე პერსონალის მიმართ, აკონტროლოს ავტო-ფარეხის ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა. მოთხოვნები: ** ავტო-სერვისცენტრში სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი ** მენეჯერული თვისებები ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე. კომპანია უზრუნველყოფს: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ტრანსპორტირება; ** კორპორატიული ნომერი; ** შუადღის კვება. ხელფასი პირველ ეტაპზე: 1000 ლარი (ხელზე ასაღები). დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kumisi.ge და გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითოთ "Subject"-ში: "ტექნიკური სამსახურის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

1000 GEL / ყოველთვიური
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 06/03/2021
ბოლო ვადა: 05/04/2021

მსგავსი ვაკანსიები: