ტექნიკური სამსახურის ინჟინერი

ჯეო ჰოსპიტალს

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი”  აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ინჟინრის  პოზიციაზე. 

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სათავო ოფისი.  

 

ფუნქცია-მოვალეობები 

  • სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო აპარატურის  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;  
  • სამედიცინო აპარატურის ტექნიკური  დიაგნოსტირება; 
  • სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო აპარატურის  რემონტი/შეკეთება; 
  • აპარატურის დაზიანების, გაუმართაობის, შეკეთების სამუშაოების აღრიცხვის წარმოება; 
  • სამედიცინო ცენტრებში არსებული სამედიცინო აპარატურის ინვენტარიზაცია; 
  • ახალი სამედიცინო აპარატურის და ტექნიკის შეძენის საჭიროების დადგენა, ბიუჯეტის დაგეგმარება და შესყიდვის პროცესში აქტიური ჩართულობა; 
  • სამედიცინო ცენტრების ტექნიკური პერსონალის მართვა; 
  • აპარატურის მოხმარების, შეკეთების ინსტრუქციების გაცემა ადგილობრივი ტექნიკური პერსონალისთვის; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  განათლება, სასურველია საინჟინრო მიმართულებით. 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა  

 

უნარები: 

  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა  
  • კომუნიკაბელურობა 
  • გუნდური მუშაობის  უნარი 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge    

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  2020 წლის 5 ივნისი. 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკური სამსახურის ინჟინერი“ 

გისურვებთ წარმატებას! 

 


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 22/05/2020
ბოლო ვადა: 05/06/2020

მსგავსი ვაკანსიები: