ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

ევექსის კლინიკები

ევექსის კლინიკები  აცხადებს  შერჩევას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისის პოლიკლინიკებში.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა:  თბილისი

სამუშო გრაფიკი:  სრული განაკვეთი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკის ტექნიკურ / ინფრასტრუქუტრული გამართულობის უზრუნველყოფა
  • სამეურნეო / ტექნიკური საკითხების მართვა
  • კონტრაქტორებთან კომუნიკაცია ინციდენტების მართვის პროცესში
  • ინფრასტრუქტურულ პროქტებში ჩართულობა
  • აპარატურის, კომპიუტერული ტექნიკის და პერიფერიული მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • კლინიკის მარაგების მართვა, განაწილება

 

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საოპერაციო/სამეურნეო/ტექნიკური მიმართულებით

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

 

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:   20 მარტი, 2020

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/teqnikuri-mxardacheris-specialisti/274

ევექსის კლინიკები მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 13/03/2020
ბოლო ვადა: 20/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: