ტექნიკური მენეჯერი

ნუტრიმაქსი

„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/

Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

 

კომპანია “ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე:

 

მოვალეობები:

  • დანადგარების ექსპლუატაციის წესების გაცნობა და დაცვა;
  • დანადგარების გემიური შემოწმების გრაფიკის შედგენა და შესრულება;
  • მწყობრიდან გამოსული დანადგარების შეკეთების დაგეგმვა/შესრულება;
  • დანადგარების სახარჯი და სათადარიგო მარაგების შექმნა და მონიტორინგი;
  • წარმოების ელ. ქსელის კონტროლი;
  • დანადგარებთან მუშაობის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესების გაუმჯობესება/ ახალი პროექტების დაგეგმვა საწარმოო დანადგარების ოპტიმიზაციის კუთხით;
  • სამუშაო პროცესის შესახებ რეპორტინგის წარმოება;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - ტექნიკური მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ( სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება);
  • უცხო ენები: აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ( მინ: B2 დონეზე);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • კარგი ვერბალური და წერითი უნარები;

 

დამატებითი დეტალები:

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ტექნიკური მენეჯერი“.


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/09/2020
ბოლო ვადა: 04/10/2020

მსგავსი ვაკანსიები: