LOT.ge
ტექნიკური ანალიტიკოსი
ვითიბი ბანკი ჯორჯია
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ აცხადებს კონკურსს ტექნიკური ანალიტიკოსის თანამდებობაზე:
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31.05.2020
ძირითადი ფუნქციები:
- სერვისების არქიტექტურულ დაგეგმარებაში/კორექტირებაში მონაწილეობა
- Unit ტესტირების სცენარების შემუშავებაში მონაწილოება
- სერვისების ხარისხის/არქიტექტურის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება
- არსებული სისტემების ანალიზი/გაუმჯობესება
- ინფორმაციის შეგროვების მიზნით შეხვედრები პროექტების მენეჯერთან/შემსრულებელთან (მათ შორის დამკვეთთან) და შეხვედრების დოკუმენტირება
- გასაუბრება დამკვეთთან
- არსებული დოკუმენტაციის შესწავლა
- ინფორმაციის გადამოწმება შემსრულებელთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან
- ბიზნესს პროცესების ვიზუალური (დიაგრამული) ასახვა
- მოგროვებული ინფორმაციის ანალიზი
- სერვისის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება
- ანალიზის შედეგების შეჯამება, დოკუმენტირება და პროექტის მენეჯერთან (მათ შორის დამკვეთთან) და შემსრულებელთან შეთანხმება
- დანერგვის ხელშეწყობა
- ტესტირების პროცესში იდენტიფიცირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო საქმიანობის დაგეგმვა
- მონაწილეობის მიღება შემსრულებელთან დანერგვისთვის ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვასა და საჭირო რესურსის განსაზღვრაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- დეველოპერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- პროგრამირების საფუძვლების ცოდნა
- მონაცემთა ბაზების სტრუქტურის ცოდნა
- SQL-ის ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა
უნარები:
- ბიზნეს კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
- პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი
- დროის მართვის უნარი
- როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მიზანმიმართული, ორგანიზებული
- კომუნიკაბელური
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge
სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 16/05/2020
ბოლო ვადა: 30/05/2020