ტექნიკოსი ქუთაისში

Carrefour Georgia

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი     „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში .  

ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.    

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.  

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს ტექნიკოსის პოზიციაზე ქუთაისში

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიაში არსებული ელექტრო -ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოვედლღიური შემოწმება და კონტროლი;  
  • ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა; 
  • გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი; 
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში  პრობლემის დროული აღმოფხვრა; 
  • ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში; 
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება; 
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com.   

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ტექნიკოსი“ -ქუთაისი  ან 

გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: 

https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit 

გისურვებთ წარმატებებს! 


სრული განაკვეთი
ქუთაისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 05/01/2021
ბოლო ვადა: 02/02/2021

მსგავსი ვაკანსიები: