ტენდერი ღვინის საწარმოო ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით
CENN
CENN აცხადებს ტენდერს ღვინის საწარმოო ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: CENN_Tender Informations_200929
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:
- მოთხოვნილი ინვენტარის მოწოდება;
- სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2020 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: keti.terdzishvili@cenn.org
სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულოა);
- მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ხარჯთაღრიცხვა, ფასი დღგ-ს გარეშე, სავალდებულოა);
- 2020 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულოა);
არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.
სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- მომსახურების ფასი;
- ინვენტარის მიწოდების ვადა;
- განაცხადის ტექნიკური შესაბამისობა;
- შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთი თერძიშვილი
მობ: +995 599 38 81 05
ელ. ფოსტა: keti.terdzishvili@cenn.org
ვებ-გვერდი: www.cenn.org
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 30/09/2020
ბოლო ვადა: 14/10/2020