ტენდერი შტაბელერის შესყიდვის თაობაზე

ავერსი ფარმა

  შ.პ.ს.  “ავერსი–ფარმა“ აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ჭირნახულის ქ. #14-ში მდებარე შპს „ავერსი-ფარმას“ საბითუმო საწყობში შტაბელერის შესყიდვის თაობაზე

 

  • საქონლის მახასიათებლები მოცემულია დანარათში #1:
  • ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართი №2–ში;
  • აფიდავიტი დანართი N3–ში;

                                                         

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ღირებულება დანართი №1–ის შესაბამისად;
  • საქონლის ღირებულების გადახდის პირობა;*
  • საქონლის დეტალური აღწერილობა.

 

*შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც მომსახურეობის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახითსაერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მყიდველთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელ–ფოსტა; 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
  • ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
  • ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართი №3–ის სახით;

 

თუ საქონლის მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

 

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

  • ხარისხი;
  • ღირებულება;
  • საქონლის მიწოდების ვადა;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება.

 

პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა:

  • საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით; 
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
  • ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
  • საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; 
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
  • ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.  
  • მყიდველის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

 

პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად www.etenders.ge-ს საშუალებით.

 

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!

ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები).

 

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა არის 2020 წლის 30 სექტემბერი, 16:00 საათი, www.etenders.ge-ს საშუალებით. შერჩეულ/გამარჯვებულ პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ეცნობება დამატებით.

 

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის და ინფორმაციის დაზუსტებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს:

ბაჩანა წულაძე, ტელ.: +995 551 135382, მაია კოჩაძე, ტელ.: +995 577 951085;

 

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას, აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

https://etenders.ge/view/56659/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E2%80%93%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90  


სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 20/09/2020
ბოლო ვადა: 30/09/2020

მსგავსი ვაკანსიები: