ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში

CENN

CENN აცხადებს ტენდერს სასტუმროს მომსახურებაზე თბილისის შემოგარენში გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის.

სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი:

  • სტუმრების განთავსება სასტუმროში, წლის ნებისმიერ დროს;
  • ნომრების სისუფთავე;
  • სანიტარული წერტილებისა და კონდიცირების სისტემების გამართული მუშაობა;
  • სველ წერტილებში ცხელი წყალი;
  •  საკონფერენციო დარბაზით მომსახურება, წლის ნებისმიერ დროს;
  • საკონფერენციო დარბაზის აღჭურვა პრეზენტაციის ჩასატარებლად საჭირო აპარატურით (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, მიკროფონი, ყურსასმენი და ა.შ.)
  • საკონფერენციო დარბაზსა და ნომრებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტ სერვისი;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

 

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი სატენდერო წინადადება 2020 წლის 18 მარტის ჩათვლით  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org  

 

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (Price List დღგ–ს გარეშე: ნომრების რაოდენობა და მათი ღირებულება; საკონფერენციო დარბაზის მომსახურების ღირებულება 40-50 პერსონაზე – პროექტორით, პროექტორის ეკრანით), (სავალდებულო);
  • 2020 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში (სავალდებულო).

 

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

 

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • მომსახურების ფასი;
  • ადგილმდებარეობა (თბილისთან სიახლოვე ითვლება უპირატესობად);
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);


სრული განაკვეთი
თბილისი ,  სხვა
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 09/03/2020
ბოლო ვადა: 18/03/2020

მსგავსი ვაკანსიები: