ტენდერი სარკინიგზო გადაზიდვაზე
ლომისი
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:
ა) ნომრით #EF-GE/504
ბ) დანიშნულება : სარკინიგზო გადაზიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
ქვემოთ მითითებულ მეილზე დასკანერებული სახით უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ტენდერის პირობები:
- გადასაზიდ საქონელს წარმოადგენს ალაო ნაყარი სახით.
- გადაზიდვის მარშრუტი: ოსტროგოჟსკი, (ვორონეჟის მხარე) რუსეთი - გორი, საქართველო;
- 2021 წლის განმავლობაში გადასაზიდი იქნება დაახლოებით 3 000 ტონა ალაო;
- შემოთავაზებული ფასი უნდა განისაზღვროს ერთ ტონაზე და შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- გადახდის პირობა, გადაზიდვის დასრულებიდან 30 კალენდარული დღე.
- სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2021 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
- სატრანსპორტო კომპანიამ ვაგონების დაყენება უნდა შეძლოს მოთხოვნიდან მაქსიმუმ 10 დღეში.
სატენდერო წინადადება (მოთხოვნილი საბუთები დასკანერებული სახით) უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება იწყება 01.12.2020 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 14.12.2020 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
თეკლა ნოზაძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარი
სრული განაკვეთი
თბილისი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 02/12/2020
ბოლო ვადა: 14/12/2020