ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე

საქართველოს სამედიცინო ჯგუფი

Georgian Medical Group (GMG) is pleased to announce an open tender for CONSTRUCTION-REHABILITATION works.

კავშირი „საქართველოს სამედიცინო ჯგუფი“ აცხადებს ღია ტენდერს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე.

 

პროექტის დასახელება: “WASH in Schools Georgia”

 

საქართველოს სამედიცინო ჯგუფი და Care International in the Caucasus ახორციელებს The Coca-Cola Foundation და Global Water Challenge -ის მიერ დაფინასებულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მიდინარე წელს სამშენებლო-სარეაბილტაციო სამუშაოები განხორციელდება შემდეგ ობიექტებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში:

  • სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლა
  • სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა. ჩასატარებელი სამუშაოები დეტალურად არის გაწერილი მიმაგრებულ ფაილებში.

 

ჩასატარებელი სამუშაოები დეტალურად არის გაწერილი მიმაგრებულ ფაილებში: https://www.dropbox.com/s/xvnvv6pxz14mqgj/gmg-tender-rehab.zip?dl=0

სატენდერო დოკუმენტაცია შედგება განმარტებითი ბარათის, მასალათა სპეციფიკაციის, ნახაზებისა და მოსალოდნელ სამუშაოთა ჩამონათვალისაგან. სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.

 

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ, 25.05.2020 -ის 18:00 საათამდე გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ–ფოსტის შემდეგ მისამართზე: GMG.WASH@gmail.com დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება. გთხოვთ, წარმოადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით) და წესდების ასლი;
  • ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან ორგანიზაციის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ;
  • ცნობა საქალაქო სასამართლოდან იმის შესახებ რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის პროცესი;
  • ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური (საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მითითებებით) შესაბამისი რეკომენდაციებით;
  • პროექტში მონაწილე თანამშრომელთა სია და მათი კვალიფიკაციები;
  • შევსებული ხარჯთაღრიცხვა;

 

გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა და მიამაგროთ ელ–ფოსტის მესიჯს ფაილის სახით. ელ–ფოსტის subject-ში მიუთითეთ: CONSTRUCTION-REHABILITATION.

 

პროცედურული შეკითხვების შემთხვევაში შემოთავაზებების გამოგზავნამდე არაუგვიანეს 2 დღისა მიმართეთ:

ქალბატონ თამარ ბერიძეს

tamar.beridze84@gmail.com

 

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული. შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 27.05.2020-სთვის.

 

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის შესრულების უმოკლესი ვადები.


სრული განაკვეთი
ქობულეთი
გამოცდილების დონე: საშუალო
სქესი: ნებისმიერი
გამოქვეყნებუილია: 14/05/2020
ბოლო ვადა: 28/05/2020

მსგავსი ვაკანსიები: